მივესალმები ინიციატივებს, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის ყოვლისმომცველ პროცესს იდეალურს გახდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განუცხადა, რაც დაუსვეს კითხვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვის აუცილებლობის შესახებ.
მისი თქმით, ეს თემა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა ამ საკითხში საკუთარი როლი უნდა შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოებამ.
"მე მივესალმები იდეებს ან ინიციატივებს, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის ამ ყოვლისმომცველ პროცესს იდეალურს გახდის. რაც შეეხება ჩემს რჩევებს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ეს საკითხი კანონმდებლობაში, ეს პოლიტიკოსების და ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია. ზოგადად კი, არსებობენ ქვეყნები, რომელთა ევროპული არჩევანი გაწერილია კონსტიტუციაში, თუმცა რეალობა განსხვავებულია", - აღნიშნა შტეფან ფულემ