ზუგდიდის დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი ერთ–ერთ სვან კლიენტს სასამართლოში უჩივის.
საქმე კლიენტის მიერ დამკრძალავი ბიუროსადმი მიყენებულ ზარალს ეხება.
"სვანეთის ერთ–ერთ მკვიდრს გარდაეცვალა ოჯახის წევრი. ჩამოვიდნენ ზუგდიდში და იქირავეს მიცვალებულის მაცივარი. დათქმული დროის გასვლის შემდეგ მივაკითხეთ მას და მაცივრის დაბრუნება მოვითხოვეთ. გაკვირვებულმა მოქალაქემ კი ჩვეულებრივად გვიპასუხა, „იმ მაცივრით მიცვალებული დავასაფლავეთო",– აცხადებს დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელი და მოქალაქისგან მიყენებული ზარალის – 2 500 ლარის გადახდას მოითხოვს, რაზეც დამქირავებელი უარს აცხადებს.
დავას ზუგდიდის რაიონული სასამართლო გადაწყვეტს.