საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ იგი არასტაბილური პოლიტიკური პარტნიორია.
ამის შესახებ ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობისა და უცხოელი კონსტიტუციონალისტების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც პრეზიდენტისა და დავით უსუფაშვილის შეხვედრა და მათი გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
"გუშინდელმა პრესკონფერენციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი არასტაბილური პოლიტიკური პარტნიორია. წინა დღით მისი რიტორიკა და ტონი რადიკალურად განსხვავებული იყო გუშინდელისგან. ის საუბრობდა იმ თემებზე, რომელიც ტელე-დებატების თემაა, ან მოლაპარაკებების. მიუხედავად ამისა, უმცირესობის წარმომადგენლებთან კონსულატაციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რომ პარლამენტის და პრეზიდენტის უფლებებთან დაკავშირებით კონსტიტუციური ხარვეზები გამოსწორდეს", - განაცხადა ძიძიგურმა.