დეპუტატებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულ გელა მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა საქალაქო სასამართლოს დღეს, 18:00 საათამდე მიმართავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
შუამდგომლობის შეტანის შემდეგ სასამართლომ მამალაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი 24 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს.
მამალაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით არის აღძრული. შსს-ს ინფორმაციით, გელა მამალაძემ 8 თებერვალს პარლამენტის დეპუტატებს ჩიორა თაქთაქიშვილსა და სერგო რატიანს, ასევე, მოქალაქე გიგა ნასარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.