თბილისის მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვაზე დაიბარა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა, დაკითხვაზე დაბარებული არიან ასევე ლევან ბეჟაშვილი და კობა ხაბაზი.
თუმცა, გიორგი კანდელაკის განმარტებით, დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. მისივე ინფორმაცით, ამ თემაზე ერთიანი პოზიცია შემუშავებული აქვთ, რომელსაც უახლოეს საათებში გამოაცხადებენ.
თბილისის მერი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი დეპუტატები შსს-მ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარა.