199 ტონა დაავადებულ კარტოფილს, იმპორტიორ ქვეყანაში გააბრუნებენ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 8 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტის
"სარფის" გავლით, თურქეთიდან 199620 კგ კარტოფილი შემოვიდა.
სხვადასხვა იმპორტიორების კუთვნილ ტვირთში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, სანიტარული, ფიტოსანიტარული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გაჩნდა გონივრული ეჭვი კარტოფილის საკარანტინო მავნებლის შSynchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბოს და საკარანტინო მიკროორგანიზმის Ralstonia solanacearum – ის (მურა სიდამპლე) არსებობის თაობაზე.
საკარანტინო ობიექტის იდენტიფიკაციისა და დადასტურების მიზნით, ნიმუში სპეციალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
კვლევამ დაადასტურა 2 ნიმუშში საკარანტინო მავნებელი Synchytrium endobioticum (Schilb) Perc - კარტოფილის კიბო, ხოლო 6 ნიმუშში საკარანტინო მიკროორგანიზმი Ralstonia solanacearum - კარტოფილის მურა სიდამპლე გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N429 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარება უკან (იმპორტიორ ქვეყანაში) გაბრუნებას.