"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, სერგო რატიანს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხავენ. როგორც მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამომძიებელი დაახლოებით 14.30 საათისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მივა. მისივე თქმით, მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.
"ჩვენ პრეტენზიები არ გაქვს ამ ადამიანებთან, ვინც გუშინ იქ იყო და ჩადიოდა დანაშაულს. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს დამკვეთებთან, ეს ადამიანები არიან გარკვეული პოლიტიკის მსხვერპი. ეს არის იგივე მოვლენები, დაახლოებით, როდესაც 90-იანებში "მხედრიონში" მიდიოდნენ ბიჭები, "მხედრიონი" ჩადიოდა საშინელებებს. ეს ხალხი არის მსხვერპლი. ჩვენ მათთან არ გვაქვს პრეტენზიები. ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან, რათა დავადგინოთ დამკვეთი", - აღნიშნა სერგო რატიანმა.