აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ფაქტებს გმობს.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.
ნულანდის განცხადებას გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი მასალით ეხმიანება.
"ჩვენ ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას და ყველა პოლიტიკურ ძალას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა ნულანდმა.