თბილისი

თბილისი "აღმოსავლეთის პარტნიორობის" შეხვედრას უმასპინძლებს

12-13 თებერვალს თბილისი "აღმოსავლეთის პარტნიორობის" არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მაღალი დონის დელეგაციები. ღონისძიებას ქართული მხრიდან უმასპინძლებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. თბილისში ელოდებიან მაღალი რანგის წარმომადგენლებს ევროკავშირიდან. მინისტერიალის მონაწილეები შეხვედრას გამართავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროშიც. 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის პირველი შეხვედრა გასულ წელს მოლდოვაში გაიმართა.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებთან არაფორმალური დიალოგის შეხვედრების დანერგვის ინიციატივით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ქეთრინ ეშტონი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე 2012 წელს გამოვიდნენ.