„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ის მოიმკო, რასაც წლების განმავლობაში თესავდა“, - ასე შეაფასა გუშინდელი მოვლენები დღეს ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
როგორც მან მედიასთან შეხვედრაზე განაცადა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ გამართული აქცია გამწარებული ხალხის პროტესტი იყო. ოპოზიცია კი, ხალხის პროვოცირებას სპეციალურად ცდილობდა.
ცისკარიშვილის შეფასებით, გუშინ მომხდარ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება.
ექსპერტმა პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვაზეც ისაუბრა, რომელიც მან ავლაბრის რეზიდენციიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა არაადეკვატური იყო.
„ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, მას უკვე ამოეწურა თანამდებობაზე ყოფნის ვადა და მისი გუშინდელი გამოსვლაც იმაზე მეტყველებდა, რომ იგი სავარძელს ვერ ელევა“, - განაცხადა ექსპერტმა.
გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასათან, სადაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ხელისუფლება და ოპოზიცია ვითარების პროვოცირებას ერთმანთს აბრალებს.