ეროვნულ ბიბლიოთეკათან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიგი უგულავას უჩივის.
რატი კვანტრიშვილმა დაზარალებულის სტატუსით ჩვენება პოლიციას უკვე მისცა. კვანტრიშვილის განცხადებით, მას უგლავას დაცვის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,თვითონ გამოიწვია ხალხი, ყვიროდა. იმ ჩოჩქოლში მე მის მახლობლად აღმოვჩნდი. ამ დროს უგულავს დაცვამ მომაყენა დაზიანება ბლაგვი საგნით", - აცხადებს რატი კვანტრიშვილი