დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "მე დავბრუნდები" პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება სასტუმრო "შერატონში" 16:00 საათზე დაიწყება. პროგრამის მიზანი ქართველ ემიგრანტებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებაა.
ორგანიზაციის დამფუძნებელთა განცხადებით, ემიგრანტებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ზრუნავს მათზე და მზადაა, რომ მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დაიცვას.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, მსოფლიო მასშტაბით ქართველი ემიგრანტების მონაცემთა ბაზა შექმნა, ქართველი ემიგრანტების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, ემიგრანტების სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა როგორც იმ ქვეყნებში, სადაც იმყოფებიან, ასევე საქართველოში, სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, მჭიდრო, კონსტრუქციული თანამშრომლობა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და დიასპორების სამინისტროებთან, თემატიკის აქტუალურობა და საქართველოდან მიგრაციის თავისებურებები და ა.შ.
პრეზენტაციაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული ყველა ქვეყნის ელჩი, მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრი და პატრიარქი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან პრემიერ-მინისტრი, აშშ-სა და საბერძნეთის ელჩები და დაბრუნებული ემიგრანტები.