პირი, რომელმაც დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილის შესაბამისად მიმდინარეობს.
ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და ყოფილ პოლიტპატიმრებსა და უფლებადამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ფიზიკურად დაზიანდა, მას ცხვირი გაუტეხეს.