საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვერავინ უარყოფს იმ პროგრესს, რაც ბოლო პერიოდში იქნა მიღწეული.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"მე მაინტერესებს ეს არის ის საქართველო, რაზეც ჩვენ ვოცნებობდით?! ეს არის ევროპისკენ მიმავალი გზა?!@ის, რისი წახალისებაც დღეს ხდებოდა, მათ შორის პოლიტიკოსების მიერ ტელე-ეთერებსა და სოციალურ ქსელებში. ბოლო დღეებში, ხანდახან ვფიქრობ, რომ შეიძლება, ვეღარ ვხვდები რა შეიძლება, ხდებოდეს, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება გვინდოდეს, გარდა იმისა, რაც დღეს მოხდა. სარჩევნო კამპანია დასრულდა და ვიდრე ახალი დაწყებულა, მოდით შევთანხმდეთ აწმყოზე. ვერავინ უარყოფს იმ პროგრესს, რასაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, ამის უარყოფა ჭკვიანური პოლიტიკური გათვლაა, მაგრამ რას მოუტანს ქვეყანას ამ ყველაფრის უარყოფა. ყველაზე კარგად მე ვიცი, რომ ეს გზა არც იდეალური ყოფილა, არც უშეცდომო, ვიცი, რომ ჩემი თანამოქალაქების პირობები უფრო მეტად უნდა გაუჯობესებულიყო და ა.შ. ვიცი ისიც, რომ ბევრი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ერთი მთავარი რამ შევინარჩუნეთ, ერთობა, რაც მთელი ამ კრიზისის მიუხედავად მძიმე რეგიონში ჩვენმა ამაყმა და დახვეწილმა ერმა გადაიტანა, ოკუპაციის პირობებში კი დემოკრატია შევინარჩუნეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.