საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "უნდათ წარმოაჩინონ, რომ სააკაშვილს - ამ ფსიქიურად დაავადებულს, გიჟს პარლამენტის მოშორება უნდა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა".
ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"მეორე, რასაც არ ვეთანხმებით, ეს არის ახალი ინიციატივა, რომ პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში გაუქმდეს. ამისთვის უნდათ მათ უმრავლესობა. ეს მათ დროზე ადრე, ამას წინათ გაახმაურეს. ამისთვის მიდის დღეს ბრძოლა. მათ უნდათ რომ მომდევნო არჩევნები აღარ გაიმართოს. აქ არის კიდევ რამდენიმე სხვა საკითხი, რომელიც სასამართლო ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებას ემსახურება. წარსულში საქმე იდეალურად არ იყო, თუმცა ახლა გაჩნდა შანსი, რომ ეს ასე არ გაგრძელებულიყო. ახლა უნდათ წარმოაჩინონ, რომ სააკაშვილს, ამ ფსიქიურად დაავადებულს, გიჟს პარლამენტის მოშორება უნდა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ბრძოლა მიდის პარლამენტის უფლებების მოკვლაზე. ეს არის სიმართლე და დანარჩენი ყველაფერი არის ტექნიკის საკითხი. დღეს ძალიან უცნაური განცხადებაა გაკეთეს, პრეზიდენტი გამოვიდეს და გაჩუმდეს, გვაცადოს 100 ხმის მოგროვებაო. ყველაფერი ისევ ძალიან უარყოფითად დატრიალდება. პრეზიდენტს მაქვს უფლება და მოვალეობა, ვიდრე ეს დებატები მიმდინარეობს საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა", - განაცხადა სააკაშვილმა.