საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის პარლამენტში გამოსვლას და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას აპირებდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი მოვლენების გამო დიდი შეშფოთება და გულისტკივილი გამოვთქვა. თქვენ იცით, რომ ჩვენ რაიმე სახის გართულება არ გვინდოდა და მით უმეტესეს, შეტაკება მომხდარიყო. ყოველწლიურად საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მიდის, აკეთებს მოხსენებას. მე ვყოფილვარ პარლამენტის წევრი, როცა პრეზიდენტის აკეთებდა მოხსენებას. მე ვყოფილვარ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრი, როცა ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი პარლამენტში მოდიოდა. სიამოვნებით ვესწრებოდი ხოლმე გამოსვლებს, რადგან ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა, რომ მისთვის მოგვესმინა, გამოგვეხატა ჩვენი აზრი, ჩვენი პოზიციები და ასევე ქვეყნისთვის შედარების საშუალება მიგვეცა. ამისთვის, არის ასეთი გამოსვლები. ამისი შანსი საქართველოს პარლამენტს ჰქონდა. მე ვაპირებდი მათი მოწვევით დღეს იქ მისვლას, გამოვიდოდი, შემდეგ ყველა მათგანი ყველა საკითხზე მწვავე კითხვებს დამისვამდა, დამგმობდნენ ალბათ, გამაკრიტიკებდნენ მე ამას მოვისმენდი, გავითვალისწინებდი, ან პასუხს გავცემდი, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. მერე გუშინწინ იქ რაღაც დებატები შედგა, რომელიც როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა და ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იყო გადადებული. გადადებული იყო ულტიმატუმის ფორმით, რომ პრეზიდენტი ვერ გამოვდოდა, ვიდრე პარლამენტის და უმცირესობა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დათანხმდებოდა",- განაცხადა სააკაშვილმა.