ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში; ეს სასახლე შუშისაა და ბუნკერები არ აქვს, - ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეზიდენციაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
"ჩვენ გვყავდა ერთი პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისში, რომელიც ასევე გამოკეტეს მთავრობის სახლში და ბოლოს ამ მთავრობის სახლის სარდაფში, ბუნკერში. რითი დამთავრდა ეს ისტორია საქართველოსთვის, უფრო სწორედ როგორ არ დამთავრდა და დღემდე გრძელდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, გრძელდება იმ მოუშუშებელ ჭრილობებში, რომელიც დარჩა მათ შორის საქართველოს სხვა რეგიონებშიც, ყველამ კარგად ვიცით. მე მინდა ვუთხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დღეს მომიწოდებს, არ გამოვიდე სასახლიდან, ვერავინ ვერ ჩამკეტავს ვერც ამ სასახლეში და ვერც ამ სასახლის ბუნკერში. ეს სასახლე შუშისაა და მას ბუნკერები არ აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.