უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცინიკურად ცრუობს.
ამის შესახებ ბოკერიამ დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
"იქ იყო ათასი კამერა და უამრავი ადამიანი, რა კორიდორზე საუბრობს შინაგან საქმეთა მინისტრი? ეს არის ცინიკური სიცრუე, რა თქმა უნდა. მე დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს რამდენიმე საათით ადრე ამ მოვლენებამდე, იმიტომ რომ, იყო ნიშანი, რომ ძალადობას ექნებოდა ადგილი. იქ იყო ხალხი, ვინც იყო მოწადინებული, რომ ეძალადა. მან აღმითქვა მე და დამპირდა, რომ მიიღებდა ყველა ზომას, არ დაუშვებდა ძალადობას. მერე მივედი იქ და ვნახეთ ის, რაც ყველამ ერთად ვიხილეთ. უკვე დაწყებული ძალადობის ფონზე, როდესაც პიკში იყვნენ, ის მე მიკავშირდებოდა თურმე და მესიჯი გამომიგზავნა უკვე მერე, რომ პრეზიდენტი შევიყვანოთ ალტერნატიული შესასვლელით. ჯერ ერთი, აქ მხოლოდ პრეზიდენტში არ არის საქმე, არაერთი ადამიანი იყო მოსული და ზოგადად, უნდა შევაფასოთ ის, რაც მოხდა დღეს", - განაცხადა ბოკერიამ.