სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაათვალიერა

სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაათვალიერა

სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაათვალიერა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება მოინახულა.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მაისის თვეში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვა შეუფარდა. ასევე ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოების მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ.

"დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება. ასევე ხანმოკლე პაემნის უფლება ექნებათ, ხოლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, უქმე დღეებში, დაწესებულების დატოვების შესაძლებლობაც მიეცემათ.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად განთავსებულ პირებს დასაქმების და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ამასთანავე, მსჯავრდებულები სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს გაივლიან. ამასთან, შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღებაც.