მიხეილ სააკაშვილის მიერ დადმულ სპექტაკლს მოქალაქეები წამოეგნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს იყო გამოწვევა, ეს იყო მისი მხრიდან დადგმული სპექტაკლი, რომელსაც მოქალაქეები წამოეგნენ და ამისთვისაც იყო გამიზნული", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, დღევანდელ ფაქტებზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც პარლამენტი, ვერც მთავრობა და ვერც პოლიცია.
"თუ საჭიროა, 5-ჯერ მეტი პოლიცია უნდა მივიყვანოთ თუნდაც ერთი მოქალაქის დასაცავად. ამ ნაწილში პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. თუმცა, ამასობაში, როდესაც თავად გეგმავენ მაპროვოცირებელ ქმედებებს, რათა გადაფარონ მოვლენები, ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენ ვერ დაგვეკისრება. მე მინდა დღევანდელი დღე იყოს გაკვეთილი მათთვის, ვისაც გაკვეთილის მიღება შეგვიძლია", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გიგი უგულავა ცდილობდა პროვოკაციას. "პროვოკაციას აწყობდა უგულავა, გაილახა ჩიორა თაქთაქიშვილი", - განაცხადა უსუფაშვილმა.