პრეზიდენტის რეზიდენციასთან პოლიციის თანამშრომლებმა კორდონები გააკეთეს.
ამ დროისთვის პრეზიდენტის რეზიდენციას უახლოვდება ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც შეძახილებით უახლოვდებიან პოლიციის კორდონს. მანამდე აქ შეკრებილი იყო რამდენიმე ათეული მოქალაქე. ახალგაზრდები სკანდირებენ "მიშა წადი", თუმცა ისინი დგანან პოლიციის წინ, პოლიცია მათ წინ წასვლის საშუალებას არ აძლევს.