დემონსტრანტების ეს ქმედება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განუცხადა.
მისივე თქმით, ის მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომ ნუ წამოეგებიან პროვოკაციას. "ყველა ის პირი, ყველა ის მოძალადე, რომელმაც დაარღვია კანონი, აგებს პასუხს, ეს იქნება პოლიტიკური ოპონენტი თუ დემონსტრანტი. დემონსტრანტების ეს ქმედება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს. შესაბამისად, მე მათ მოვუწოდებ, ნუ შევლენ პროვოკაციაში და დაპირისპირებაში მათთან. ნუ ახდენენ პროვოკაციას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა დემონსტრანტებს მოუწოდა, პატივი სცენ ქვეყნის პრეზიდენტს.
თავის მხრივ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მოუწოდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ პრეზიდენტი მოხსენებით წარსდგება საკუთარი რეზიდენციიდან და შსს-მ ყველაფერი იღონოს, რათა მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.