"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კოკი იონათამაშვილის ინფორმაციით, მის თანაგუნდელ ჩიორა თაქთაშვილზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. "მეორე არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩიორა თაქთაშვილს სახეზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები აღენიშნება.
"მამაკაცმა პირდაპირ ხელი დაარტყა მანდილოსანს. აქ ადამიანობაზე საუბარი არის ძალიან ძნელი. ამ საწყალ ხალხთან არაფერი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ის, ვინც არის დამკვეთი, ყველა ჩვენგანზე ადრე წავა ჩვენი ქვეყნიდან", - აღნიშნა იონათამიშვილმა.
თავად ჩიორა თაქთაქიშვილმა კი განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთ წევრს ვერ შეაშინებენ.