პრეზიდენტის მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად შესვლას აუცილებლად მოვახერხებთ , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე სამების ეკლესიასთან არიან შეკრებილნი, ეროვნული ბიბლიოთეკის უკანა მხარეს.
"ბუნებრივია ამ ჯგუფის ქმედებები წახალისებულია ხელისუფლების მიერ. ხედავთ, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს, ხელს უწყობს და ახალისებს მათ ქცევებს, რაც მეტყველებს თვითონ ხელისუფლების სისუსტეზე. ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს მიტინგებსა და პიკეტებს უწყობს და ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებს, ეს მის სისუსტეზე მეტყველებს. ეს პერიოდი საქართველომ 90-იან წლებში გაიარა და სამწუხაროა, რომ ვერ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.