ეროვნული ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
მინისტრი ბიბლიოთეკასთან ესკორტით მივიდა და ამჟამად შენობაში იმყოფება. ღარიბაშვილს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ადგილზე რჩებიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, რომლებიც ბიბლიოთეკაში შესვლის საშუალებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა არავის აძლევენ.