თბილისის მერს, გიგი უგულავას ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
მოპიკეტეთა განცხადებით, ისინი შენობაში შესვლის საშუალებას პოლიპატიმრების გარდა არავის მისცემენ. ბიბლიოთეკასთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
გიგი უგულავამ ტერიტორია უკვე დატოვა.