ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, "პარლამენტმა პრეზიდენტთან დაკავშირებით თავისი გამოხატული პოზიცია დააფიქსირა".
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"მე პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და მას ვერ შევაფასებდი, როგორც კომუნიკაციის დახვეწის საშუალებას. პარლამენტს თავისი გამოხატული პოზიცია უნდა ჰქონდეს, რაც მან უკვე დააფიქსირა და მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. რაც შეეხება პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას, პრეზიდენტი პრეზიდენტია და ის ყველაფერს ისე წყვეტს, როგორც საჭიროდ თვლის", - განაცხადა სერგეენკომ.