შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ "ახალი ხელისუფლება საქართველოს გააერთიანებს და ქვეყანა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში იყო".
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში დავით აღმაშენებლის დღესთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ვულოცავთ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. დავით მეფე იყო ერთ-ერთ ძლიერი მეფე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც დროსაც საქართველო ყველაზე ძლიერი იყო. ჩვენს ქვეყანას მაშინდელი დიდება უნდა დავუბრუნოთ და იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება საქართველოს გააერთიანებს და ქვეყანა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში იყო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.