საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან როგორც ჩვენი საერთო ინტერესების მქონე, ისე პრობლემურ საკითებზე ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის რეჟიმში მუშაობის პრინციპს. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2010 წელს საპატრიარქოს მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი "21-ე საუკუნე" უწევს, 2 წელზე მეტია ფუნქციონირებს და სხდომებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს უჭერს სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებთან როგორც ჩვენი საერთო ინტერესების მქონე, ისე პრობლემურ საკითებზე ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის რეჟიმში მუშაობის პრინციპს. ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო 2010 წელს გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ თემებს განიხილავდა.
მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა გაზიარებულ იქნა რელიგიური გაერთიანებების მიერ. ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ,,21-ე საუკუნე~ უწევს, უკვე ორ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და საქართველოში მოღვაწე ძირითად რელიგიურ სპექტრს აერთიანებს. სხდომებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
ეს წარმოადგენს სრულფასოვანი ინტერრელიგიური დიალოგის პირველ პრეცედენტს საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება და შემდგომი გაღრმავება დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.