სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს განცხადებით, პატრიარქის ფონდი ხალხის დახმარების დიდი საშუალებაა.
ამის შესახებ პატრიარქმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"დღეს არის პატრიარქის ფონდის დაარსების დღე. ეს არის ფონდი, რომელიც ეხმარება გაჭირვებულებს. ამ ფონდის მეშვეობით ჩვენ ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარეთ. გამოვეცით წიგნები და ბევრი კარგი საქმე კეთდება. ამიტომ თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ ფონდს, რადგან ეს არის ხალხის დახმარების დიდი საშუალება. ყურადღება მინდა, მივაქციო, რომ შეიქმნა დოქტორანტურის სამეცნიერო საბჭო, რომელიც მომავალში ადამიანებს დოქტორის ხარისხს მიანიჭებს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, მინდა, მივულოცო ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ და სხვა მინისტრებს, ქართველ ხალხს დღევანდელი დღე და შევთხოვ უფალს, რომ საქართველო გამთლიანდეს დავითის ლოცვით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს", - განაცხადა უწმინდესმა.