თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, "დადგა დრო, პარლამენტმა თავისი ფუნქცია დაიბრუნოს".
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ხსენების დღესათან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მიმდინარეობს.
"დადგა დრო, როცა პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია. ის დამოუკიდებლად წყვეტს, რა გააკეთოს. პრეზიდენტს პარლამენტი მოგვიანებით აუცილებლად მოუსმენს", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი ხალხს დღეს, 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.