საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 95 წლის იუბილეს ულოცავს.
"8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე აღინიშნება, იმ საგანმანათლებლო კერისა, რომელმაც ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპული ტიპის უმაღლეს სასწავლებელს ჩაუყარა საფუძველი. მსოფლიო დონის მეცნიერების მიერ დაარსებულმა ამ სკოლამ არაერთი თაობა გაზარდა და ბევრი სახელგანთქმული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე შემატა ქვეყანას. ყოველთვის, ყველა თაობისთვის საამაყო იყო უნივერსიტეტის სტუდენტობა, მის კედლებში ცოდნის მიღება. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პატივისცემა და თანადგომა საქართველოს პირველი უნივერსიტეტის მიმართ. ვულოცავ უნივერსიტეტს, მის პროფესურას, სტუდენტობას
უნივერსიტეტის დაარსებიდან 95-ე წლისთავს და ვუსურვებ, უფრო ფართო ასპარეზზე გაეთქვას სახელი, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის საგანმანათლებლო კერას", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.