აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისის "ფაქტების კონსტატაციის" შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისათვის ხვალ სემინარი გაიმართება.
როგორც "პირWელს" აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, სემინარი ევროკავშირის დაძმობილების პროექტის "სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის (BESTT)" ფარგლებში იმართება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი "ფაქტების კონსტატაცია" 2012 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს. აღნიშნული მომსახურება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, საფრანგეთში, ბელგიაში, ლიტვაში, ნიდერლანდებში გამოიყენება, როგორც სასამართლოების ხელშემწყობი მეთოდი მტკიცებულებების მოპოვების თვალსაზრისით. "ფაქტების კონსტატაცია" ფაქტების ობიექტურ ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერაა შედგენილი.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სემინარის მიზანია, ინფორმაცია "ფაქტების კონსტატაციის" შესახებ ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების უფრო ფართო სპექტრისათვის და მათი გამოყენება სხვადასხვა კუთხით მოხდეს, როგორც სასამართლო პროცესში მტკიცების სტადიაზე, ისე უფლებათა წინასწარ განსაზღვრული დარღვევის პრევენციისათვის, ზიანის შესახებ უტყუარი მტკიცებულების მოსაპოვებლად და ა.შ. სემინარის მონაწილეებს საკუთრ გამოცდილებას ჰოლანდიელი და ფრანგი ექსპერტები გაუზიერებენ, სადაც ფაქტების კონსტატაცია მრავალი ათეული წელია, აქტიურად გამოიყენება.