საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ ქართველ საზოგადოებას იმ მიმართვით, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმ ტექსტით მიმართოს, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო", - განაცხადა მანჯგალაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტი მოსახლეობას დღის მეორე ნახევარში მიმართავს, თუმცა ზუსტი დრო ამ დროისთვის ცნობილი არ არის.