წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან, იუსტიციის სამინისტროს 5 მლნ 555 ათას 556 ლარი გამოეყოფა.
როგორც პრემიერ-მინისტრის №26 ბრძანებულებაშია აღნიშნული, 2013 წლის 2 იანვარს, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ კომპანია Karmer Marble Tourism Construction Industry and Commerce LLC-ს შორის გაფორმებული მორიგების ხელშეკრულების საფუძველზე, 2012 წლის 9 აგვისტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულიწინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 5 მლნ 555 ათას 556 ევროს ეკვივალენტი ლარი.