ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს და მას ასევე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ესწრებიან.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილება საბანკო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდეციებში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, ბანკების მხრიდან რეალური სექტორის დაფინანსებას და ბაზაზე საკრედიტო აქტივობის საკითხები.
განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება იქნება.