ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი პარლამენტარი გიორგი გოდაბრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლას დღეს, 18:00 საათისთვის აპირებს.
როგორც გოდაბრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისთვის უცნობია, რა კითხვები აქვთ და რა საკითხზე იბარებენ საგამოძიებო სამსახურში.
"სატელეფონო ზარით დამიბარეს. მივალ და გავარკვე, რა უნდათ", - აცხადებს გოდაბრელიძე.
გოდაბრელიძე საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.