ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება შედის

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება შედის

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება შედის.

საქართველოს კანონის პროექტები "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

როგორც რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგელობისგან თავისუფლდება ადამიანი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მხრიდან პირველად გადაკვეთს.

"ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაბრალებენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება გვინდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგეგმავთ ამ კანონის გაუქმებას, უბრალოდ დავიწყეთ ზოგიერთი პოზიციის გადახედვა. ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლის წესის დარღვევაზე პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში გადაგვაქვს. ცვლილების თანახმად, თუ ადამიანი პირველად დაარღვევას ამ წესს, მას ჯარიმა დაეკისრება და მხოლოდ ხელმეორედ განმეორების შემთხვევაში დადგება სისხლის სამამართლის პასუხისგების საკითხი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, მინისტრი ფიქრობს, რომ ჯარიმის ოდენობა სერიოზული უნდა იყოს.

ზაქარეიშვილის თქმით, ამ კანონის შედეგად ციხეებში ხვდებოდნენ ძირითადად საქართველოს მეზობელის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებისთვისაც ქართული კანონმდებლობა უცხო იყო.