თბილისში პური საშუალოდ ხუთი თეთრით გაიაფდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით ,ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფქვილის იმპორტი გაიზარდა, რაც კონკურენტულ გარემოს შექმნის და პურ-პროდუქტებზე ფასების დაწევას გამოიწვევს.
"საზღვარი გაიხსნა, ბოლო დღეებია, უკრაინიდან და რუსეთიდან ფქვილი შემოვიდა. ჩვენ ამ ფქვილის ხარისხი შევამოწმეთ და კარგია. თუ ასე გაგრძელდება კონკურენტული გარემო პურ-პროდუქტებზე ფასებს დაწევს. თუნდაც 1 ტომარა ფქვილი 2 ლარით რომ გაიაფდეს, ეს პურზე ფასის დაკლებას გამოიწვევს",-განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
მისივე ინფორმაციით, ერთი ტომარა ფქვილი 45-47 ლარი ღირდა. უკრაინული და რუსული ერთი ტომარა ფქვილის შეძენა კი 44-45 ლარადაა უკვე შესაძლებელი.