საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი მე-2 გოლი ამხანაგური მატჩის 83-ე წუთზე ლობჟანიძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა გუშინდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: კვასხვაძე, ლობჟანიძე, გრიგალავა, ხიზანიშვილი, კაშია (კაპ), კანდელაკი, კობახიძე, ძალამიძე, ყენია, თარგამაძე, მჭედლიძე.
მატჩის 21-ე წუთზე ლევან მჭედლიძის ნაცვლად მოედანზე მათე ვაწაძე გამოვიდა. 22-ე წუთზე ალბანელებმა ანგარიშის გახნსა შეძლეს. გოლი ერიონ ბოგდანმა გაიტანა.
მალე საქართველოს ნაკრებმა გაათანაბრა: ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ მათე ვაწაძემ გოლი თავური დარტყმით გაიტანა.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. საბოლოო ანგარიში კი 2:1 დაფიქსირდა და საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა.