დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სხვადასხვა ქვეყნებში ელჩობის კანდიდატებს მოუსმენენ.
ელჩობის კანდიდატები სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრებენ. სავარაუდოდ,
დღესვე მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ელჩების დასამტკიცებლად საკითხის სესიაზე გატანის თაობაზე.
კომინეტების წინაშე წასდგებიან აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატი არჩილ გეგეშიძე, უნგრეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატი ზაზა კანდელაკი, ლატვიაში ელჩობის კანდიდატი თეიმურაზ ჯანჯალია, ჩეხეთში ელჩობის კანდიდატი ზაალ გოგსაძე და უკრაინაში ელჩობის კანდიდატი მიხეილ უკლება, იტალიის რესპუბლიკაში ელჩობის კანდიდატი კარლო სიხარულიძე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ასევე იქნება რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. ასევე განიხილ იქნება საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატის ეკა სირაძე-დელონეს კანდიდატურა, რომელიც ამავდროულად, UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება.
ელჩობის კანდიდატები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინა.