ბიძინა ივანიშვილი თეატრმცოდნისა და პედაგოგის ნათელა ურუშაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ბიძინა ივანიშვილი თეატრმცოდნისა და პედაგოგის ნათელა ურუშაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თეატრმცოდნისა და პედაგოგის ნათელა ურუშაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარება მინდა, გამოვთქვა ცნობილი თეატრმცოდნისა და პედაგოგის ნათელა ურუშაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.

კიდევ ერთი ადამიანი წავიდა იმ თაობიდან, რომელმაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ქართული თეატრი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. დიდია მისი ღვაწლი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში. მთელი თავისი ცხოვრება ნათელა ურუშაძემ ქართული თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობის კვლევას მოახმარა, მან არა ერთი თაობა გაზარდა და შეაყვარა თეატრი.

ამაგდარი მეცნიერისა და პედაგოგის ნათელა ურუშაძის სამეცნიერო კვლევებსა და ნაშრომებზე კიდევ მრავალი თაობა გაიზრდება", - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის