ვერც ერთი ოპონენტი ვერ ამბობს იმას, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები არასწორია , - ამის შესახებ საპარლამენტო დებატებისას უმრავლესობის წარმომადგენელმა და ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, უმცირესობას ელემენტალური არგუმენტიც არ აქვს, რომ ამ ცვლილებების არასწორობაზე ისაუბროს.
"ამ კონსტიტუციაში ერთი მუხლი ამ ადამიანს აძლევს საშუალებას ერთპიროვნულად გადაწყვიტოს თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა. ვერც ერთი თქვენგანი ვერ ამბობს იმას, რომ ეს ცვლილებები არის არასწორი. არ გაქვთ ელემენტალური არგუმენტი და კარგად იცით, რომ ეს სწორი ცვლილებებია", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ამასთან ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს ოპონენტებს, რომ ისაუბრონ იმ თემაზე, რომელიც დებატებს უშუალოდ ეხება.