საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფრიდონ საყვარელიძე სესიაზე შეუძლოდ გახდა.
შემთხვევა პოლიტიკური დებატების დროს პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ფრიდონ საყვარელიძემ სხდომათა დარბაზი უკვე დატოვა. პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს.
საყვარელიძის შეუძლოდ გახდომის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ იკითხა, გამოეცხადებინა თუ არა შესვენება, თუმცა ამის საჭიროება არ შეიქმნა.
როგორც შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, საყვარელიძის ცუდად გახდომა არანაირად არ უკავშირდება პარლამენტში უმცირესობასა და უმრავლესობას შორის შელაპარაკებას.