ფრაქცია

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები" გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ფეიქრიშვილმა დატოვა

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები" გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ფეიქრიშვილმა დატოვა.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"პარლამენტს მომართა განცხადებით ორმა წევრმა, ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა და გარდაბნის მაჟორიტარმა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელთაც უმცირესობაში შემავალი ფრაქციები დატოვეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.