გოგა ხაჩიძეს იმედი აქვს, რომ ჩოხის შეკერვა არ მოუწევს

გოგა ხაჩიძეს იმედი აქვს, რომ ჩოხის შეკერვა არ მოუწევს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გოგა ხაჩიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტში შესვლისთვის ჩოხის შეკერვა არ მოუწევს. 

დეპუტატის თქმით, პარლამენტში პროტოკოლური ჩაცმულობა, გარკვეულწილად, უკვე დამკვიდრებულია.

"რაც შეეხება ეროვნულ ტანსაცმელს, შეიძლება, ეროვნული ტანისამოსის წარმოჩენა ეროვნულ დღეებში მაინც მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში, პარლამენტში ჩოხა-ახალუხითა და ნაბდებით სიარული მოგვიწევს, პარლამენტს გარეთ ცხენებს მივაბავთ და თავლაც დაგვჭირდება", - აღნიშნა ხაჩიძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე პარლამენტარის წევრთა ჩაცმულობის განსაზღვრას ითხოვს და კანონპროექტიც მოამზადა. 

პროექტის მიხედვით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაცმულობა საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული უნდა იყოს. კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანია, ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.