ეროვნული ბანკის 182-დღიან #6, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ფასიანი ქაღალდები ორმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 5.87 პროცენტით, მაქსიმალური - 5.88 პროცენტით, ხოლო, საშუალო შეწონილი - 5.88 პროცენტით განისაზღვრა.