პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მორიგი შეხვედრა დღეს, თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასაც შეხვდება.
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია ერთმანეთს 1-ელ თებერვალსაც შეხვდნენ. როგორც პრემიერის ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილს, როგორც მთავრობის თავმჯდომარეს, ბრიტანეთში ვიზიტის შესახებ ანგარიში ჩააბარა.