გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდება და კუმბური მეტრის ფასი 45 თეთრი იქნება. ახალი ტარიფი, სავარაუდოდ გაზაფხულიდან ამოქმედდება. საბოლოო გადაწყვეტილებას უწყება ერთ კვირაში მიიღებს.
ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ახალი შეღავათები არ დაწესდება და ის მხოლოდ მათთვის შენარჩუნდება ვინც ამ დრომდე სარეგებლობს. ესენი არიან დევილები, რომელთაც სახელმწიფო უხდის დენისა და გაზის გადასახადს.
მინისტრი არ გამორიცხავს რომ გაზის ტარიფი კიდევ შემცირდეს.