საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტს ელჩობის კანდიდატურები უკვე წარუდგინა. კერძოდ, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ნატალია საბანაძის კანდიდატურა, უნგრეთში საქართველოს ელჩად კი - ზაზა კანდელაკის კანდიდატურაა წარდგენილი.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ლატვიის რესპუბლიკაში ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიას კანდიდატურა წარადგინა. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობის, ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანოზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის კანდიდატი კი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილია.
აშშ-ში საქართველოს ელჩობის კანდიდატია არჩილ გეგეშიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე, უკრაინაში კი - მიხეილ უკლება.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის კანდიდატურა წარადგინა.